სამთავრობო ცვლილებები

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ მაია ცქიტიშვილი შეცვალა

პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მოქმედ კაბინეტში მხოლოდ მაია ცქიტიშვილი შეიცვლება, მის ადგილს რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს თავად ითხოვა და სურს, ოჯახს დაუბრუნდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავის შემცვლელად თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაასახელა.

ამ ეტაპზე, სხვა მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

მაია ცქიტიშვილი წლების მანძილზე ვიცეპრემიერი და რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო. რამდენიმე კვირის წინ გიორგი გახარიამ ის პირველ ვიცეპრემიერად დაასახელა და ეკონომიკური საკითხები ჩააბარა.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში არსებული უთანხმოება დაასახელა. მის შემცვლელად ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვის და შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები