ჩემი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ იქნება რატი იონათამიშვილის კანდიდატურა. მე ბატონ რატის ველაპარაკე, მასაც ბუნებრივია, უარი არ უთქვამს და სიხარულიც გამოხატა. ყველაზე ორგანული, თუ კი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის... ამ შემთხვევაში რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს უფლებების დაცვის სფეროში და ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ აქ საკამათოც არ შეიძლება იყოს რამე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება.
სამთავრობო ცვლილებები
მდინარაძე: უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ იონათამიშვილის კანდიდატურა წარვადგინე
tbl.ge/6q1c
დაკოპირდა

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე დასმულ შეკითხვას - ამ თანამდებობას მიხეილ სარჯველაძე იკავებდა, რომელიც გუშინ, 11 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.
მამუკა მდინარაძემიხეილ სარჯველაძერატი იონათამაშვილიადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისამთავრობო ცვლილებები
ამავე თემაზე
- ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა
- გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი
- ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება
- მდინარაძე: პრემიერსაც მივწერე, ტყუილია, რომ ჯანდაცვის მინისტრად ზვიად ყიფიანს წარადგენს
- ღარიბაშვილი: კობახიძე არაა ვალდებული, ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს