სამთავრობო ცვლილებები

გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი

სამწუხაროდ ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი - სხვა ყველა ინსტიტუტი გაუქმებულია. ახლა ყოფილი პრემიერი მიმდინარეს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. 

ეტაპობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ  დაშალა ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი შეზღუდა, კონსტიტუცია საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში იყო პრემიერის ინსტიტუტი დარჩენილი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა. დღეს, რაც ხდება, ამ პრემიერის ინსტიტუტსაც აზრი დაუკარგეს. 

რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლე თუ გინდათ, არც მახსოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრემიერი. ნუ, სამწუხაროდ ასეა... 

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის , არა მხოლოდ პრემიერები, ამბობდნენ, რომ საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მინისტრი. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, ძალთა ბალანსი. საერთოდ პარტიას არავინ ეკითხება, პრემიერი ვის დანიშვნას თავის კაბინეტში. ასე ყველაფრის თავდაყირა დაყენება არის ძალიან სახიფათო. 

თქვა ყოფილმა პრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები