ნიკა მელიას საქმე

ბოლქვაძე: ნიკა მელიას თემა გაინტერესებთ? არ ვიცი, რას გადავწყვეტთ

Forbes

ქართული ოცნების წევრი, ელისო ბოლქვაძე კითხვას, თუ რა არის მისი პოზიცია ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, პასუხობს, რომ არ იცის, რას გადაწყვეტს ქართული ოცნება

"არ ვიცი, რა გითხრათ, ახლა მოვედი... ნიკა მელიას თემა გაინტერესებთ? მე არ ვიცი, რას გადავწყვეტთ". - ამბობს ელისო ბოლქვაძე. 

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. "ოცნების" იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პარტია "ყველა საჭირბოროტო საკითხს" განიხილავს. მისივე ინფორმაციით, სხდომას გიორგი გახარიაც დაესწრება. 


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართეს

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები