ქართული ოცნება

"ვიმსჯელებთ ყველა საჭირბოროტო საკითხზე" – "ოცნების" ოფისში პარტიის სხდომა მიმდინარეობს

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში პარტიის სხდომა მიმდინარეობს. როგორც "ოცნების" იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, სხდომაზე "ყველა საჭირბოროტო საკითხზე" ისაუბრებენ. 

"მმართველი პარტია, ქართული ოცნება და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ა.შ". - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი. 

კითხვას, იმსჯელებს თუ არა ქართული ოცნება ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზე, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ მმართველი პარტია იმსჯელებს "ყველა საკითხზე". 

მისივე ინფორმაციით, სხდომას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც დაესწრება. 

რიმა ბერიძის თქმით კი მიმდინარე საკითხებს განიხილავენ, რადგან "მომდევნო სესიაზე დადგება ნიკა მელიას საკითხი."

"ჩვენ, ზოგადად, არ გვიჭირს გუნდურობის კუთხით საკითხის გადაწყვეტა". - ამბობს ბერიძე.

კომენტარები