კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ცერცვაძის განცხადებაზე: კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე, არ მგონია

მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებსა და საქართველოს მოსახლეობაზე. არ მგონია, რომ ასეთი რამ...

დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია. [...] ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, რომ მე ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში, სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სიტყვებს ეხმაურება. "მეშინია, COVID-ის წარმატებით მართვით გაბოროტებულებმა აფეთქება არ გამოიწვიონ". – თქვა ცერცვაძემ.

კომენტარები