კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მეშინია, COVID-ის წარმატებით მართვით გაბოროტებულებმა აფეთქება არ გამოიწვიონ

როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრული და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა. ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ ძალიან მეშინია იმისი, რაც გუშინწინ მოხდა [დაუმორჩილებლობის აქცია]. მე ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს COVID-ს და მინიმუმამდე დავიდა COVID-ის შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ ისეთი, რომელიც გამოიწვევს აფეთქებას დაავადებისას. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება...

თქვა ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

კომენტარები