ჰოლოკოსტი

სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის საქმეთა რწმუნებულს, სმადარ ზემახ-რაზაბის, რაბი ბენ ციონ ისრაელაშვილს, რაბი აჰარონ მდინარაძესა და ისრაელში საქართველოს ელჩს, ლაშა ჟვანიას შეხვდა. 

"შეხვედრისას პრეზიდენტმა გაიხსენა ჰოლოკოსტის უდიდეს ტრაგედიას შეწირული მილიონობით მსხვერპლი და მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრებთან ერთად სანთელი დაანთო". – წერია განცხადებაში. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ გასული წლის დეკემბერში გაამართლა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტური ქადაგება. ლაშა ჟვანიამ დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

კომენტარები