ჰოლოკოსტი

აუშვიცის გადარჩენილები საკონცენტრაციო ბანაკის თავისუფლებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გადარჩენილები დღეს, 27 იანვარს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ცნობისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის 2005 წლის რეზოლუციით, 27 იანვარი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდა.

დაახლოებით 50-მდე გადარჩენილი სიმბოლურად ესტუმრება ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც ისინი სიტყვით წარსდგებიან და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდება 90 წუთიანი ცერემონია დაღუპულთა საპატივსაცემოდ - მოგვიანებით სიტყვით გამოვა პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდაც.

მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ III.

კომენტარები