ჰოლოკოსტი

ნაცისტური გერმანიის დროს ჰოლოკოსტში მონაწილე 96 წლის ქალი გასამართლებამდე გაიქცა

მარცხნივ - შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომელი, ირმგარდ ფურხნერი. მარჯვნივ - შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელი დღეს

96 წლის ირმგარდ ფურხნერი, რომელსაც ბრალად ედებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ მასობრივი მკვლელობების დახმარება და ხელშეწყობა, საკუთარი სასამართლო პროცესის გახსნამდე გაიქცა.

ირმგარდს ბრალად ედება, დაახლოებით, 18 წლის ასაკში, 1943-45 წლებში, შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 11 412 ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეობაში. ის ბანაკში მბეჭდავად მუშაობდა. 

"ბრალდებული გაიქცა. მან საკუთარი სახლი დატოვა ადრიან დილას, ტაქსით, მეტროსადგურის მიმართულებით", – განაცხადა გერმანიის ქალაქი იტცეჰოს საქალაქო სასამართლომ. ეს ქალაქი გერმნაიის ჩრდილოეთში, დანიის საზღვართან ახლოს იმყოფება. საქალაქო სასამართლოს თქმით, გაცემულია ირმგარდის დაპატიმრების უფლება. 

ირმგარდ ფურხნერის ადგილსამყოფელი უცნობია.

ირმგარდი უნდა წარდგენილიყო არასრულწლოვანთა სასამართლოს წინაშე, რადგან დანაშაულების ჩადენის დროს, ის არ იყო სრულწლოვანი. გერმანიის კანონების გამო, მას ბრალს ვერ წაუყენებენ, თუკი ის ფიზიკურად პროცესს არ დაესწრება/ 

ის ერთ-ერთი უკანასკნელი 90 წელს გადაცილებულია, რომელსაც ბრალი ჰოლოკოსტის დანაშაულებში დასდეს. მოსამართლეები ცდილობენ ბოლო შესაძლებლობა გამოიყენონ და მასობრივი სასაკლაოების მსხვერპლების ოჯახებისთვის სამართლიანობა აღადგინონ. 

ჰოლოკოსტის მთავარი დამნაშავეები, ისინი, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასევე, ხალხის დახოცვის ბრძანებებს ასრულებდნენ, ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გაასამართლეს. თუმცა რიგითი მონაწილეების გასამართლება 2000-იან წლებშიც კი გაგრძელდა. 

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის მიხედვით, ფურხნერი ბეჭდავდა საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურის, პაულ-ვერნერ ჰოპეს ნაკარნახევ სასიკვდილო განაჩენების ბრძანებებს. ამავე გამოცემის ცნობით, 96 წლის ქალმა სასამართლოს დაუსწრებლად გასამართლება სთხოვა, რაც გერმანიის კანონმდებლობით შეუძლებელია. 

კომენტარები