კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

NIAID/National Institutes of Health via AP

მსოფლიოში კორონავირუსი ოფიციალურად 100 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 72 მილიონი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 144 000 გარდაიცვალა.

26 მილიონი აქტიური შემთხვევიდან 111 000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა (თითქმის 26 მილიონი), ხოლო მილიონ მოსახლეზე გადათვლით - ანდორასა და გიბრალტარში. ასევე, მილიონ მოსახლეზე ინფიცირებით პირველ ათეულში არიან ჩეხეთი, ლიტვა და ლუქსემბურგი.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ასევე აშშ-ში გარდაიცვალა (430 000), მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით კი, პირველ ადგილს სან მარინო იკავებს. ათეულში ასევე არიან ბელგია, ჩეხეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი.

კომენტარები