კორონავირუსი და შეზღუდვები

რომელ ქალაქებში იხსნება სკოლები და ტრანსპორტი 1-ლი თებერვლიდან

iStockphoto

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.  თუმცა, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და სავაჭო ცენტრები კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. 

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და საავჭრო ცენტრები. სკოლების და ტრანსპორტის აღდგენა ამ ქალაქებში მხოლოდ 1-ლი მარტიდან იგეგმება.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

კომენტარები