მე-10 მოწვევის პარლამენტი

დეკანოიძე ელისაშვილზე: მივიდა იქ, სადაც სურს მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში იმიტომ მივიდა, რომ მას სურს, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია მიანიჭოს.

"სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, რადგან პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ, დიდი ხანია, გამოჩნდა. მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ამ წუთებში პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან.

გუშინ, 21 იანვარს, ალეკო ელისაშვილმა ქართულ ოცნებას საჯაროდ შესთავაზა მასთან და ლევან იოსელიანთან ინდივიდუალურად შეხვედრა და  "პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე" საუბარი. ამავე განცხადებაში, ელისაშვილი აღნიშნვდა, რომ მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები.

ელისაშვილს მალევე გამოეპასუხნენ ქართული ოცნებიდან, სადაც შეხვედრისთვის მზაობა გამოხატეს.

კომენტარები