მე-10 მოწვევის პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კოვზანაძე მანდატს ტოვებს

ირაკლი კოვზანაძე

ქართული ოცნების დეპუტატი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მანდატს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.

პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ დატოვების თაობაზე ოფიციალურად მიმართა საპროცედური საკითხთა კომიტეტს.

ირაკლი კოვზანაზე ერთ-ერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. ის პარლამენტში კენჭისყრას არ დაესწრო. ასევე, ის არ დასწრებია კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვასაც, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ჩააგდო.

მანდატის დატოვების შესახებ სურვილი ღიად გამოთქვა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა და საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ასევე, ამჟამად მიმდინარეობს განხილვა, დარჩება თუ არა დავით სერგეენკო დეპუტატის პოსტზე. პარლამენტარი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მე-10 მოწვევის პარლამენტი მისთვის ბოლო საჯარო სამსახური იქნება.

კომენტარები