მე-10 მოწვევის პარლამენტი

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში თალაკვაძესა და მდინარაძეს ხვდებიან

რუსთავი 2

პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებიან და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან.

ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართული ოცნების მიერ ოთხი პუნქტის შესრულების გარეშე, განსაკუთრებით კი პოლიტმატიმრების გამოშვების, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

"გუშინ მქონდა კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, რომ გუშინ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურად შევხვდეთ ქართულ ოცნებას, შესაბამისად მათაც დაადასტურეს გუშინ ეს მზაობა და მას მერე, გუშინ დამიკავშირდა ბატონი თალაკვაძე და მითხრა, რომ დღეს 11 საათზე მოვსულიყავით მე და ლევან იოსელიანი სურვილის შემთხვევაში. ჩვენ ეს სურვილი ისევ დავადასტურეთ, მოვედით და რამდენადაც ვიცით თალაკვაძესთან და მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა". - თქვა მან.

გუშინ, 21 იანვარს, ალეკო ელისაშვილმა ქართულ ოცნებას საჯაროდ შესთავაზა მასთან და ლევან იოსელიანთან ინდივიდუალურად შეხვედრა და  "პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე" საუბარი. ამავე განცხადებაში, ელისაშვილი აღნიშნვდა, რომ მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები.

ელისაშვილს მალევე გამოეპასუხნენ ქართული ოცნებიდან, სადაც შეხვედრისთვის მზაობა გამოხატეს.

კომენტარები