არჩევნები 2020

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამ წევრს მანდატები გაუუქმა

დღეს საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, ადგილმონაცვლე დეპუტატების პარლამენტში შესვლა იურიდიულად სავსებით შესაძლებელია და ამის მაღალი ალბათობაც არსებობს.

პატრიოტების სიით წარდგენილ 3 კანდიდატს ცესკოსთვის რეგისტრაციის გაუქმებისთვის არ მიუმართავს. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც პარლამენტი პარტიის იმ წევრების მანდატებს გააუქმებს, რომლებმაც უკვე მიმართეს უწყებას შესაბამისი მოთხოვნით, მათ ადგილებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით ეს დეპუტატები დაიკავებენ.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები