არჩევნები 2020

ქადაგიშვილი: პატრიოტებს სია ჩახსნილი არ აქვთ – ადგილმონაცვლეების შესვლის ალბათობა მაღალია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პუტინისტური პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, მათ საარჩევნო სია ჯერ არ ჩაუხსნიათ. მისივე თქმით, ადგილომანცვლე დეპუტატების პარლამენტში შესვლა იურიდიულად სავსებით შესაძლებელია და ამის მაღალი ალბათობაც არსებობს.

"იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კომისიაში სიები ჩახსნილი არ აქვს, ადგილმონაცვლეობის პრინციპი პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში განხორციელდება. დეპუტატები, რომლებიც გავლენ, მათ ნაცვლად სხვა, ადგილმონაცვლე დეპუტატის შემოსვლის ალბათობა იურიდიულად სავსებით შესაძლებელია და თვითონ მათი შემოსვლის ალბათობაც არის მაღალი.

გამომდინარე აქედან, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ დღეს უფრო პრიორიტეტულად, რა თქმა უნდა, იმ ვადების დაცვით, რა ვადებიც ჩვენ გვაქვს რეგლამენტით მონიჭებული. შემდგომში განვიხილავთ ყველა დანარჩენ განცხადებას". – თქვა ქადაგიშვილმა რ2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა დეპუტატმა 21 დეკემბერს მიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები