მე-10 მოწვევის პარლამენტი

ოცნების დეპუტატი: საბავშვო ბაღი ყველასთვის უფასო არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება დიფერენცირება?

ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ ასე კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდის და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად სარგებლობდნენ ბიუჯეტიდან? ხო შეიძლება, რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს.

უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი და აღდგენითი ბიუჯეტი გვაქვს, რატო არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს, რომელიც არც ავტორიზაციის ვადის გადაწევის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს და ძალიან ბევრ პრობლემას შეცვლის...

ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები