მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა იყო, მანდატების გაუქმება დეკემბერში არ გვეჩქარა

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა იყო, რომ იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებმაც პარლამენტს უკვე მიმართეს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, მანდატების შეჩერება დეკემბერში არ ეჩქარათ. კობახიძის თქმით, ეს საკითხი თებერვლის პირველ კვირაში გადაწყდება.

"ჩვენ ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა და გვაქვს, მაგრამ იყო საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. შესაბამისად, ჩვენ დავიტოვეთ დრო, რეგლამენტი იძლეოდა ამის საშუალებას და გადადის ეს ყველაფერი თებერვლის პირველ კვირამდე, როცა გადაწყდება ეს საკითხი". – თქვა კობახიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ამ დროისთვის მანდატების მქონე ოპოზიციონერი 60 დეპუტატიდან უმეტესობამ ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა არც პარლამენტში შესულან და საარჩევნო სიები არ ჩაუხსნიათ გირჩს, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს და პატრიოტთა ალიანსს.

კომენტარები