მე-10 მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი: მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს

უვადო პატიმრებს მინდა შევეხო, არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ არის იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. 

ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თვიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. პირველ რიგში ეს მათი საქმეა...

თქვა პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

კომენტარები