კორონავირუსის ახალი შტამი

გამყრელიძე COVID 19-ის ახალ შტამზე: რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის რამდენიმე "საეჭვო შემთხვევის" კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"მიმდინარეობს ამ რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება, ამას რამდენიმე დღე სჭირდება. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას [...] და შემდგომ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ვრცლად, კორონავირუსის ახალი შტამების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები