პანდემია

ინგლისში კორონავირუსის კიდევ ერთი, უფრო გადამდები შტამი ამოიცნეს

eucord

გაერთიანებულ სამეფოში ამოიცნეს  კორონავირუსის კიდევ ერთი, ახალი, "უფრო გადამდები" შტამის ორი შემთხვევა, აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი. 

ორივე შემთხვევა უკავშირება სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობას, სადაც ამ ახალმა შტამმა შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია. გაერთიანებულმა სამეფომ სამხრეთ აფრიკასთან მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. 

"ეს ვარიანტი უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან ის კიდევ უფრო მეტად გადამდებია და უფრო მუტირებული, ვიდრე ახალი ვარიანტი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში აღმოვაჩინეთ".  – ამბობს ჰენკოკი. 

ახალაღმოჩენილ ვარიანტების  ევოლუცია დამოუკიდებლად მოხდა - ერთის გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო მეორის სამხრეთ აფრიკაში. 

BBC-ს ინფორმაციით, ორივეში მოხდა მუტაცია N501Y, რამაც გაზარდა ვირუსის მიერ უჯრედის ინფიცირების შესაძლებობები.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგეტოს პროფესორმა, სიუზან ჰოპკინსმა განაცხადა, რომ  "ორივე მათგანი უფრო გადამდები ჩანს", თუმცა ასევე აღნიშნა, რომ "ჯერ კიდევ იკვლევენ ახალ, სამხრეთ-აფრიკულ ვარიანტს."

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი "სწრაფად გავრცელდა" და ქვეყანაში ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა. მათი ანგარიშის თანახმად, "მუტაციის სრული მნიშვნელობა ჯერ კიდევ დასადგენია, თუმცა გენომური მონაცემები აჩვენებს, რომ ის ანაცვლებს სხვა გენეტიკურ ხაზებს და უფრო მაღალ გადამდებობასთან არის ასოცირებული. 

 

 

კომენტარები