მე-10 მოწვევის პარლამენტი

ტალიაშვილი გახარიას: ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას?

ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას, განსაკუთრებით, მისი საკოორდინაციო ფუნქციისა, იმისთვის, რომ ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია მოხდეს მაქსიმალურად სხვადასხვა სექტორებში, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა თუ ნებისმიერი სხვა სექტორი.

მე გისურვებთ თქვენ წარმატებას, მთელ გუნდს ვუსურვებ დიდ წარმატებებს და ვფიქრობ, მთავრობის ეფექტიანი საქმიაობის გაგრძელება არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება

ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა.

კომენტარები