აფრიკის დასახლება

ვოლსკი აფრიკის დასახლებაზე: ზოგიერთი, რომელიც შენობებს აშენებს, საკმაოდ შეძლებულიც არის

ეს არ არის საცხოვრებელი სახლები. ეს არ არის სახლები, სადაც ადამიანმა, რომელსაც სოციალურად უჭირს, თავისი ცხოვრების დანარჩენი ნაწილის გატარება გადაწყვიტა. ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლის სიაც გამოქვეყნდა, რომელსც საკუთრებაც გააჩნია და ზოგიერთი საკმაოდ შეძლებულადაც არის.  

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში, იღებენ გადაწყვეტილებას და რაღაც გარკვეული მექანიზმებით აღწევენ იმას, რომ სამშენებლო მასალას ყიდულობენ და მოკლე ვადაში მიუხედავად ათასგზის გაფრთხილებისა, აშენებენ გარკვეულ შენობებს...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი აფრიკის დასახლებაზე საუბრისას. თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ფართი არ აქვთ და სახლის დანგრევის შემთხვევაში, უსახლკაროდ დარჩებიან.

კომენტარები