აფრიკის დასახლება

კალაძე: შვილი რომ საქსაფონზე უკრავს, მეზობელს აწუხებს და ამიტომ მიწას იტაცებ, არაფერში ჯდება

ირკვევა, რომ ბევრ მათგანს, ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, აქვს საცხოვრებელი სახლები, არაერთი. სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში, მათ შორის, დედაქალაქშიც და არა ერთი. 

ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, ოთხ შვილს ოთხი ბინა ვუყიდე, მეხუთე ისე მრჩება და სახელმწიფო მიწა უნდა მივიტაცო. ეს არაფერში არ ჯდება, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და 4 კი არა, 100 ბინა აყიდინოს. არგუმენტად რომ მოგყავს, რომ 4 ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს, თუ საქსაფონზე და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, არ ვიცი, არაფერში ჯდება...

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევაზე საუბრისას. აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ სახლი, რომელიც თბილისის მერიამ უნდა დაანგრიოს, მათი ერთადერთი საცხოვრებელია და სხვა ფართი არ აქვთ. მათივე თქმით, დანგრევის შემთხვევაში უსახლკაროდ დარჩებიან.

კომენტარები