საბერძნეთი

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცია, რომელიც საბერძნეთში მუშაობდა.

ამ ეტაპზე უწყებაში გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოფიციალური ვერსია არ აქვთ. სამინისტროს ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში მუდმივ კონტაქტშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა. 

კომენტარები