საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავეს, რომელიც სიგარეტის ნამწვის გადაგდებაშია ეჭვმიტანილი, რომელმაც შესაძლოა, კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრის გაჩენას შეუწყო ხელი.
ხანძრები ქიოსზე 22 ივნისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 4,000 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. ამის შესახებ 25 ივნისს საბერძნეთის კლიმატის კრიზისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ განაცხადა.
შესაბამისი უწყებების განცხადებით, ეჭვმიტანილი 24 ივნისს საღამოს დააკავეს, თუმცა ხანძრის მიზეზების გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
Reuters-ს ორმა სახანძრო სამსახურის ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ ქალს ბრალი ხანძრის უნებლიე გამოწვევაში ედება ბრალი. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მოწმეებმა დაინახეს, რომ ის სიგარეტის ნამწვს აგდებდა.





