არჩევნები 2020

იოსელიანი: არ მინდა, მანდატზე უარი ვთქვა და თუ შევთანხმდით, დასაბრუნებლად კობახიძეს მივაკითხო

უნდა გვინდოდეს, რომ მოლაპარაკება შედგეს. 17-მდე ოპოზიციონერები, პარლამენტის მოქმედი წევრები, რომლებიც არ არიან შესულები აპირებენ, უარი თქვან საკუთარ მანდატებზე. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და შემდეგი რაუნდი არის წინ. მე მინდა, ყველას ვთხოვო და მოვუწოდო და მე ვიცი, რომ ბევრი ამას არ აპირებს და ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით... არ აპირებს უარის თქმას მანდატზე ოპოზიციური პარტიებიდან. მაგალითად, სიების ჩახსნაზე სამმა ოპოზიციურმა პარტიამ არ შეიტანა განაცხადი. მაგალითად, გირჩს არ შეუტანია განაცხადი, ჩვენც არ შეგვიტანია და თუ არ ვცდები, პატრიოტთა ალიანსს. 

რაც შეეხება მანდატებზე უარის თქმას, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება ადამიანის, იმიტომ რომ მანდატი არის მისი საკუთრება და პარტია ვერ აიძულებს, ვერ დაავალებს რომ მან ამაზე თქვას უარი. ეს რას ნიშნავს იცით? მე ამ აქტით არ შევუწყობ ხელს, რომ დაზიანდეს მოლაპარაკების პროცესი. მე არ მინდა, რომ დღეს ვთქვა მანდატზე უარი და ხვალ, ხელს თუ მოვაწერ შეთანხმებას, მივაკითხო ირაკლი კობახიძეს, რომ ეს მანდატი უკან დამიბრუნოს. მე მინდა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, მერე წავიდე და მანდატზეც ვთქვა უარი და ჩავხსნა სიები...

პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები