ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს უნდა შევხედო წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს უნდა მოვიპარო.. შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები, ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არაა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია...
tbl.ge/5bkm
დაკოპირდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, "რატომ ეჩქარებოდა მერიას აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი".
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




