ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ პიკში

დაიწყო თუ არა ვირუსმა უკუსვლა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ პიკში [...] თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ დაიძრა ქვემოთ, რაც პოზიტიურია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ჩვენ ორი თვის განმავობაში ეს მასობრივი ტესტირება უნდა გავაგრძელოთ და შეიძლება კიდევ მეტზეც ავიდეთ და ვნახოთ ამის საფუძველზე, თუ როგორ იქნება დადებითობის მაჩვენებელი. წესით, თანდათან ის უნდა შემცირდეს, თუ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები