არჩევნები 2020

მელია: ვინც მონაწილეობას მიიღებს ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ივანიშვილის ნაყიდი იქნება

რეალურად, დღეს, ბიძინა ივანიშვილმა ააშრიალა ფული საჯაროდ და თქვა, რომ ვინც შემოხვალთ პარლამენტში მოგცემთ ფულს და ვინც არ შემოხვალთ, არ მოგცემთ ფულს. ანუ რეალურად ეს არის მოსყიდვა, უკვე ღიად. ამ ყველაფრის ფონზე, მე ვფიქრობ, ნებისმიერი სუბიექტი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც 11 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ბუნებრივია, ის ვეღარ იქნება ოპოზიციონერი და ვეღარ იქნება დეპუტატი. ის იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი. ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები ეს თუ სხვა...

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. კობახიძემ თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების "ამბოხის სცენარს".

კომენტარები