არჩევნები 2020

მდინარაძე: ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, თვითონ იციან, რომ ჩვენ ვართ უარს

ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, ამაზე თვითონ [ოპოზიციამ] იციან, რომ ჩვენ ვართ უარს. ეს იციან და იცოდნენ ერთი თვის წინ. ამაზე მყარი არგუმენტები გვაქვს. აქ ხომ მთავარია, არჩევნები გაყალბდა თუ არა, მათ მოიგონეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის არცერთი რეალური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. 

ახლა რაც არ უნდა ვაფრიალოთ ოქმები... ასეთ ოქმებს მომავალშიც შეძლებს ყველა, მათ შორის ჩვენც, ავაფრიალოთ. ეს არ არის არჩევნების შესწორების ოქმი და ტექნიკური შეცდომები და, თუნდაც, ხარვეზები, რომლებიც არ არის იმ მნიშვნელობის, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ვერ იქნება საფუძველი. ვერ ვუღალატებთ ჩვენს ამომრჩეველს...

ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში.

კომენტარები