არჩევნები 2020

ხვიჩია: ვაშაძეს კი არა, ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას არ გააჩნია ალტერნატივა

გრიგოლ ვაშაძემ კი არა, ვინც გინდა, იმან თქვას, ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას არ გააჩნია ალტერნატივა. სხვა შემთხვევაში ჩხუბობენ. ჩხუბი არ მინდა. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ. შეიძლება, მოლაპარაკების პროცესს უფრო უხდება ქუჩის აქციები, შეიძლება, ხელს უშლის. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა მოლაპარაკებების მიზნებისთვის. ყველაფერი ეს, ქუჩის აქციები იქნება თუ რაც იქნება, ემსახურება იმას, რომ მოილაპარაკონ, ხომ?

გირჩის ერთერთი ლიდერი რუსთავი 2-ის ეთერში გრიგოლ ვაშაძის განცხადებას აფასებს. ენმ-ის თავმჯდომარე 10 ნოემბრის დილით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ".

კომენტარები