რაც შეეხება წესრიგს და რეგულაციების მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, ვინც მანიფესტაციებში მონაწილეობენ, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევით, მაშინ, როდესაც აჭარაში ნაციონალურმა მოძრაობამ შეკრიბა ადამიანები პირბადეების გარეშე. მაშინ, როდესაც შემდეგ აქციებზე წესების დარღვევით მოხდა შეკრება. მაშინ, როდესაც ეპიდემიის პრევენციასთან დაკავშირებულ წესებს არღვევენ ეს ადამიანები, გახსოვდეთ, რომ ამ დროს ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ინტენსიური თერაპია, ექიმების ყურადღება და მხოლოდ იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო ლიდერები არღვევენ წესებს და თავის მხარდამჭერებსაც სწირავენ, რომ მათ ინფექციის წინაშე ჰქონდეთ ნაკლები დაცულობა, გახსოვდეთ, რომ ამ დროს რესურსები არის შეზღუდული და ეს სჭირდებათ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პატივს სცემდნენ ამ წესებს... აი, ზუსტად ეს არის განსხვავება ნაციონალური მოძრაობის ცხელთავიან ლიდერებს და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის, ვინც პატივს ვცემთ სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას...
არჩევნები 2020
თალაკვაძე: ენმ-ის ცხელთავიანი ლიდერებისგან განსხვავებით, ხალხის ჯანმრთელობას პატივს ვცემთ
tbl.ge/583s
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო




