არჩევნები 2020

აქციაზე შეშის შეტანისას 3 აქტივისტი დააკავეს

ტაბულა

პარლამენტთან აქციაზე შეშის შეტანისას მოძრაობა სირცხვილიას სამი აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს – ამის შესახებ აქტივისტი სალომე ბარკერი Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას. მისივე თქმით, არ იციან, თუ სად წაიყვანეს ისინი.

ლექსო მაჭავარიანის დაკავება დაადასტურა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ. ტაბულა ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა შსს-ს და უწყებაში ამ დროისთვის დეტალებს არკვევენ. 

კომენტარები