სალომე ზურაბიშვილი

ფლანგვის დეტექტორი: ზურაბიშვილის შიდა მივლინებები პანდემიის დროს 21 364 ლარი დაჯდა

სალომე ზურაბიშვილის Facebook-გვერდი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა აპრილი-სექტემბრის პერიოდში ბიუჯეტიდან შიდა მივლინებებში 21 364 ლარი დახარჯა.

"ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15,232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236,312 ლარი დაიხარჯა". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

მათივე ინფორმაციით, მივლინებების გარდა ადმინისტრაციის ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომომსახურებაზე გადანაწილდა.

"2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მიზნით ჯამში 173,848 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 125,407 ლარი იყო, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 58,441 ლარი დაიხარჯა.

2019 წლის მონაცმებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 39 მანქანა იყო აღრიცხული, რაც 7 ერთეულით ჩამოუვარდება 2018 წლის მონაცემბს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, წელს ეს ავტომობილები ადმინისტრაციის ბალანსზე აღარ ირიცხება და გასხვისებულია. ხაზგასასმელია, რომ 2018 წელთან შედარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 130,000 ლარით არის შემცირებული, რაც ნაწილობრივ იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ავტოპარკის რაოდენობა შემცირდა". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები