არჩევნები 2020

კაპანაძე: ცესკომ მონაცემები პირდაპირ იმედის ეგზიტპოლზე დასვა, ბუნებრივია, ექნება რეაქცია

შევიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადავდგათ. ყველა სცენარს განვიხილავთ. დღის განმავლობაში ვნახეთ უამრავი დარღვევა, ძალადობა, მოსყიდვა. არ დარჩენილა არცერთი მუხლი, რომელიც არ დაარღვიეს. ახლა რაც ვნახეთ, არის მანიპულირება ბიულეტინებით, რიცხვებით, ცესკომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც დასვა პირდაპირ იმედის ეგზიტპოლზე, ახლა უნდა, რომ ამას ყველანი შევეგუოთ. ბუნებრივია, ამას ექნება რეაქცია, აბსოლუტურად ლეგიტიმური, რადგან მოსახლეობის ნებას ვერავინ ვერ გააყალბებს. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე. ცოტა ხნის წინ ცესკომ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ქართულ ოცნებას 54.72% აქვს, ენმ-ს - 23.61%, ევროპელებს - 3.99%. დათვლილია ხმების 28,2%

კომენტარები