არჩევნები 2020

ივანიშვილი: ქართველმა ამომრჩეველმა ისწავლა ანალიზი, რასაც ევროპელებმა მეტი დრო მოანდომეს

გილოცავთ, გილოცავთ, აი, რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო, საქართველოს გაუმარ-ჯოს, გაუ-მარ-ჯოს.

ახლა, მოდი, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა გადავუხადოთ ქართული ოცნების აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ, ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ქართული ოცნება, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

ამიტომ, დიდი მადლობა თქვენ თქვენი გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთჯერ დიდი მადლობა ქართულ ოცნებას და მის ლიდერებს, მთელ გუნდს...

ქართულ ოცნებაში უკვე გამარჯვებას ზეიმობენ. TV იმედის ეგზიტპოლის მიხედვით ქართულ ოცნებას 55% აქვს, რუსთავი ორის ეგზიტპოლით 52.26%, ფორმულას ეგზიტპოლით 46% და მთავარი არხის - 41%. ეგზიტპოლები ჯერ საბოლოო არ არის.

კომენტარები