ცესკოს განცხადებით, საარჩევნო უბნების გარეთ პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებები ხდება და "ამან, შესაძლოა, პროცესი დააზიანოს".
"ეს გარკვეუწლილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა" - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე.





