არჩევნები 2020

მდინარაძე: სასაცილოა, ჭყიპინას იმედზეა თურმე გლდანში ნიკა მელია

რამდენიმე წუთის წინ გლდანში საგანგებოდ მისული ქალბატონი სალომე სამადაშვილი წუხდა, წარმოუდგენელია ამდენი პოლიციელიო. ანუ ჭყიპინასთვის და მისი ზონდერბრიგადისთვის უნდა მიეცათ პოლიციელებს საშუალება, რომ განეხორციელებინათ თავისი დესტრუქციული მოქმედებები? მესმის, სასაცილოა, რომ ჭყიპინას იმედზეა თურმე გლდანში ნიკა მელია და მან უნდა მოიგოს და მისმა ზონდერჯგუფმა არჩევნები.

ყველა შემთხვევაში, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, ჩვენ ვიცით, რომ არაერთ უბანზე, იქ, სადაც დაიძაბა გლდანში სიტუაცია, ეს ადამიანი ყველგან გადაადგილდებოდა და ყველგან აწყობდა პროვოკაციებს, პირდაპირ დედას აგინებდა ამომრჩევლებს და ემუქრებოდა...

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "გლდანში ნაცმოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი არაერთ უბანზე".

კომენტარები