არჩევნები 2020

სააკაშვილი: ივანიშვილს დარეგისტრირებული ჰყავს დიდი რაოდენობით მკვდარი სული

ეს უნდა იყოს ჩვენი გამარჯვების დღე, მაგრამ ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას აკეთებს ივანიშვილი.

ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული დიდი რაოდენობით მკვდარი სული, ძალიან ბევრი ადამიანის მისამართზე.

მას ჰყავს, დაახლოებით 500-700-კაციანი ბრიგადა, კარუსელებით მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე ერთდროულად და არარსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას!

მინდა ვუთხრა ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენ გვაქვს სახის ამოცნობის პროგრამა, შეეცდებიან სახის ამომცნობები გაყარონ უბნებიდან – არ დაუშვათ მათი გაყრა და მეორე...

წერს ექსპრეზიდენტი და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშილი.

კომენტარები