არჩევნები 2020

თალაკვაძე: ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა შეუძლია

მე ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს და შემდგომ განვითარებას - ამაში თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა დღეს არის აუცილებელი.

მადლობას ვუხდი საზოგადოებას, ყველა თანამოქალაქეს - მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. დღეს საქართველო მზად არის შემდგომი განვითარებისთვის.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევნის დაფიქსირების შემდეგ.

კომენტარები