არჩევნები 2020

ჰარცელი: იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო უბნები თავისუფალი იქნება დაშინებისგან

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბევრი ადამიანის მსგავსად, მეც მთელი დღის განმავლობაში მიხდება მუშაობა, რომ ვნახოთ, როგორ ჩაივლის. ნებისმიერი დემოკრატიისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ხალხი ირჩევს ადამიანებს, რომლებმაც უნდა მართონ ქვეყანა. იმედი გვაქვს ჩვენც და ხალხსაც, რომ მივლენ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც თავისუფალი იქნება დაშინებისგან, იქ არ იდგება ხალხი უმიზეზოდ და გარემოც იქნება ძალადობის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა და მოვუწოდე ორი დღის წინ მათ, რომ მიმართონ თავიანთ მხარდამჭერებს, დაიცვან მაღალი ეთიკური სტანდარტი.

ფორმულას თარგმანის მიხედვით 31 ოქტომბერს თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

კომენტარები