არჩევნები 2020

ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, ხვალიდან შეცვლილ და უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ

ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე, ასეთი, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია, არ მახსენდება. მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, საქართველოს სჭირდება ცვლილება, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით, ახალი ძალით, ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, ყველამ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი და რაც იქნება დღის ბოლოს ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

კომენტარები