არჩევნები 2020

კობახიძე შესაძლო მოსყიდვაზე: მოგვიტანეთ ფაქტები, ვინ, როგორ გააკეთა და გვექნება რეაგირება

ფორმულა

"მოგვიტანეთ ფაქტები, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ვის დაურიგა და გვქნება რეაგირება, თუ ასეთი ფაქტი არსებობს, მარტივია ყველაფერი". – ასე პასუხობს კითხვას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, თუ ვინმეს განზრახვა აქვს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს სურსათი დაურიგოს, ეს კანონსაწინააღმდეგოა და ამაზე, ფაქტების გასაჯაროების შემთხვევაში, "ოცნებას" მკაცრი რეაგირება ექნება.

"ჩვენ გვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები, თუ იქნება ასეთი რამ, გარწმუნებღ, რომ პირველ რიგში უკაცრესი რეაგირება გვექნება, მაგრამ გვჭირდება ფაქტები". – ამბობს კობახიძე.

არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე ოპოზიციას არაერთხელ უსაუბრია. დღესაც, 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფიგნზე, ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე ისაუბრა.

ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ გუშინ, 27 ოქტომბერს, ქართული ოცნების შტაბები და სხვადასვხა ობიექტები, კერძოდ კი ოზურგეთი სარიტუალო დარბაზის შენობა, სურსათ-სანოვაგე ტომრებით გაივსო, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას, ეს კი პირდაპირი მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაულია.

საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები