არჩევნები 2020

დეკანოიძე: ჩემი შტაბის წევრებმა და მხარდამჭერებმა გინების შემცველი SMS-ები მიიღეს

ხატია დეკანოიძე
ენმ

ისანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ცნობით, შტაბის წევრებსა და ენმ-ს მხარდამჭერებს მობილურებზე შეურაცხმყოფელი ტექსტები დაეგზავნათ. ამის შესახებ დეკანოიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს და თან დაგზავნილი sms შეტყობინების ფოტოს ურთავს.

"ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებს და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან სატელეფონო ბაზებით". – წერს დეკანოიძე.

კომენტარები