არჩევნები 2020

კაპანაძე: პრემიერობის კანდიდატს არ ვასახელებთ, საარჩევნო სია პირობითია

ევროპული საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დამარცხდეს ქართული ოცნება და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენ, ამიტომ აბსოლუტურად მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია ისეთი საკითხები, როგორიცაა- ვინ იქნება პრემიერმინისტრი, ამიტომ არ ვასახელებთ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია სიის ათეული, ამიტომ სია იქნება პირობითი, ეს ნიშნავს იმას, რომ სიაში გვარები არის განაწილებული პირობითად და იმის მიხედვით, კონკრეტული ადამიანი, თუ რა შედეგს დადებს იმ ოლქში, რომელშიც არის მიმაგრებული, ამის მიხედვით, ან მოხვდება პარლამენტში, ან არა. ეს არის შიდა კონკურენცია და არის ყველაზე დემოკრატიული გზა იმისა, რომ განისაზღვროს სია. და არა ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე, როცა ერთი ადამიანი წყვეტს ხოლმე ბოლო წამს, როგორი იყოს სია. 

ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ მარტო ჩვენს პარტიაში კი არა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, დავნერგოთ ეს სტანდარტები პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წარდგენამდე.

კომენტარები