არჩევნები 2020

ლელოს წევრი, რომელმაც "ოცნების" წევრები მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა, შსს-ში დაიბარეს 

პოლიციის მთავარი სამმართველო
police.ge

დღეს, 5 სექტემბერს 12:00 საათზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ლელოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი მანანა სულთანიშვილი დაიბარეს. სულთანაშვილმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ, ბრიფინგზე "ოცნების" წარმომადგენლები, რიმა ბერაძე და სხვები მასზე ზეწოლაში და დაშინებაში დაადანაშაულა.

მანანა სულთანიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ გოგა სამუშიასთან ერთად მივა.

კომენტარები