არჩევნები 2020

ეკლესიის მტრებს უწოდებდა, მაგრამ მეუფე იობი ისევ იქ ზის - ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე

მეუფე იობ აქიაშვილი

ურბნელი მიტროპოლიტი იობი კვლავ ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებას დაესწრო. პარტიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მღვდელმთავარი ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ დუგლაძის წარდგენას დაესწრო და პრემიერმინისტრ გახარიას გაესაუბრა. 

მღვდელმთავარი 2018 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების შესახებ აცხადებდა

"ქართველი ერი და ჩვენი წინაპრები ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ებრძვის ეკლესიას, რომელიც ებრძვის ტრადიციებს, რომელიც ნერგავს ნარკომანიას ჩვენს ქვეყანაში და თქვენ ხედავთ, რომ საპატრიარქოს და წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს გვაქვს ერთსულოვნება, რომ არ უნდა იყოს ლეგალიზებული ნარკომანია".

მეუფე იობ აქიაშვილი

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი მღვდელმთავარი

კომენტარები