საქართველოს მთავრობა

გახარია: 200-ლარიანი დახმარება საბანკო ვალდებულებების გადახდას არ მოხმარდება

გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე ბაშვებისთვის 200-ლარიანი დახმარება საბანკო ვალდებულებების გადახდას არ მოხმარდება.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ დახმარების გაცემასთან დაკავშირებით იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომლებიც გუშინ, საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ აღმოიფხვრა.

იმისთვის, რომ ბავშვებმა მთავრობის ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარება მიიღონ, მათმა მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას საბანკო ანგარიშიც უნდა მიუთითონ.

"ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე, როგორც აღსრულების სხვა მექანიზმები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება." – თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, თანხების დარიცხვა პირველი სექტემბრიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი - პირველ დეკემბრამდე.

"დღეის მონაცემებით, განაცხადი შემოსულია 810 ათას ბავშვზე, რაც გულისხმობს 442 ათას ოჯახს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება".

კომენტარები